შეერთებულმა შტატებმა გაყინა ავღანეთის ცენტრალური ბანკის თითქმის 9.5 მილიარდი დოლარის აქტივები, რადგან ცდილობს, ხელი შეუშალოს „თალიბანის“ წვდომას ამ ფულზე. იტყობინება Bloomberg-ი.
„თალიბანი“ აშშ-ის სანქციების სიაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ უცხოეთში არსებულ სახსრებზე წვდომა არ შეუძლიათ“, - წერს სააგენტო და აღნიშნავს, რომ აქტივების უმრავლესობა ამჟამად ავღანეთში არ ინახება.
აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტი კომენტარს არ აკეთებს.