,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე

ბოლო დღეების განმავლობაში, მსოფლიო მოვლენის ეპიცენტრში ავღანეთია. „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

Europetime-მა საერთაშორისო მედიის მიხედვით შეკრიბა ინფორმაცია ქაბულზე და გთავაზობთ ამ მასალას:

,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის აეროპორტში უამრავი ადამიანი ქვეყნის დატოვებას ცდილობს. Sky News Arabia-ს ინფორმაციით, „თალიბანმა“ დღეს ავღანეთის დედაქალაქის საერთაშორისო აეროპორტიდან ყველა მიმართულებით რეისები აკრძალა.

ტელეკომპანია Aljzeera-ს ინფორმაციით კი, „თალიბანის“ რაზმები ქაბულის აეროპორტს მიუახლოვდნენ, „თალიბთა“ ცალკეული ჯგუფები უკვე შენობაში იმყოფებიან.

მისივე ცნობით, აეროპორტი სამოქალაქო პირთათვის 21 აგვისტოს გაიხსნება.

Aljzeera იუწყება, რომ გასამხედროებულმა მოძრაობამ ავღანეთის მასშტაბით გამოაცხადა ,,ამნისტია" და მოუწოდა ქალებს, შეუერთდენენ მათ მთავრობას.

ქალებს, რომლებიც ამ მოძრაობის მხრიდან ყველაზე მეტად იდევნებიან, ნება დართეს, გაუძღვნენ ტელეგადაცემებს და მონაწილეობა მიიღონ ავღანეთის მომავალ მთავრობაში.

ქაბულში, ავღანელმა ქალებმა საკუთარი უფლებების დაცვისთვის აქცია გამართეს

Daily Mail-ი ავღანეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით ვრცელ მასალას აქვეყნებს და წერს, რომ ,,ასობით ავღანელი, რომლებიც ქაბულის აეროპორტში მავთულხლართების მიღმა არიან ჩამწკრივებულნი, იძულებულნი არიან, დაელოდონ გადარჩენას“.

როგორც გამოცემა წერს, „თალიბანის“ სისხლიანი ანგარიშსწორების შიშით, უამრავი ავღანელი აეროპორტში ელოდა სამხედრო ფრენებს, რათა ქვეყანა დაეტოვებინათ.

მას შემდეგ, რაც ორშაბათს, ასობით ავღანელი სასოწარკვეთილი ცდილობდა ქვეყნის დატოვებას, რამდენიმე ადამიანი დაიღუპა.

მედია წერს, რომ ავღანეთიდან ევაკუაცია სულ მცირე 56 000 ადამიანს სჭირდება, მათ შორისაა აშშ-ის სპეციალური საიმიგრაციო ვიზების მქონე 22 000 ადამიანი, 4 000 ბრიტანეთის მოქალაქე, 30 000 ლტოლვილი, რომელთაგან 10 000 ადამიანს გერმანია მიიღებს, ხოლო 20 000-ს კანადა.

აღსანიშნავია, რომ ეს რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს მას შემდეგ, რაც ათეულობით ქვეყნის დიპლომატიური მისიის პერსონალსაც გაითვალისწინებენ.

შეერთებულმა შტატებმა განაცხადა, რომ შესაძლოა, გასცეს 80 000 სპეციალური საიმიგრაციო ვიზა მათთვის, ვინც დაეხმარა საბრძოლო მოქმედებებში და სავარაუდოდ, ,,თალიბანის" შურისძიების მსხვერპლი იქნება. ამჟამად, აეროპორტს 7 500 ჯარისკაცი იცავს - მათ შორის 6 000 ამერიკელი და უფრო მცირე რაოდენობის ბრიტანელი, თურქი და ავსტრალიელი.

კვირას, „თალიბანის“ მიერ ქაბულის აღების პარალელურად დაწყებული საევაკუციო ფრენებით სულ მცირე 6 000 ადამიანმა მოახერხა ავღანეთის დატოვება, ათეულობით ადამიანი კი, სამშაბათს გაფრინდა.

მათი უმრავლესობა ძირითადად ახლო აღმოსავლეთის მეზობელ ქვეყნებში მიფრინავს, რადგან შემდეგ ამ ქვეყნებიდან მოახერხონ დასავლეთის სახელმწიფოებში გადასვლა.

აქტიურად მიმდინარეობს დიპლომატიური მისიების პერსონალის გამოსვლა ავღანეთიდან. ესპანეთმა, საფრანგეთმა და ინდოეთმა უკვე დაადასტურეს, რომ მათი დიპლომატიური პერსონალის ევაკუაცია მოხდა.

რუსეთმა და ინდონეზიამ დაადასტურეს, რომ მათი საელჩოები ნაწილობრივ იქნება ევაკუირებული, ევროკავშირის მისიამ კი განაცხადა, რომ თანამშრომლები, მათ შორის მისი ელჩი ანდრეას ფონ ბრანდტი ჯერ კიდევ რჩება ავღანეთში.

Daily Mail-ი ასევე აქვეყნებს ქაბულის აეროპორტსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობის ამსახველ ფოტოსურათებს, სადაც მკაფიოდ ჩანს, თუ როგორ ცდილობს მოსახლეობა ქვეყნის დატოვებას, მათ შორის ბავშვები და ქალები.

Europetime წარმოგიდგენთ ამ ფოტომასალას

ბრიტანელი ჯარისკაცი თვითმფრინავის ბორტზე აცილებს ორმაგი მოქალაქეობის მქონე ბრიტანეთის მოქალაქეებს

ქაბულის აეროპორტთან მავთხულხთართებთან დგანან ავღანელები, რომელთა ნაწილს აქვს მხოლოდ საიმიგრაციო დოკუმენტი

დაახლოებით 7 000-ზე მეტი უცხოელი ჯარისკაცი უზრუნველყოფს აეროპორტში უსაფრთხოებას რამოდენიმე ავღანელის გვერდით.

სამშაბათს ჰამიდ კარზაის აეროპორტში ააფეთქეს ვერტმფრენი.

ქაბულის აეროპორტში ფრანგი ჯარისკაცები იცავენ სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავს.

ავღანეთში საფრანგეთის ელჩი დევიდ მარტინონი (მარცხნივ ), ელოდება საფრანგეთისა და ავღანეთის მოქალაქეებს, რომ ჩასხდნენ საფრანგეთის სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავზე ქაბულის აეროპორტში.

საფრანგეთის მოქალაქეები და მათი ავღანელი კოლეგები დგანან ქაბულის აეროპორტში რიგში, რათა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავზე ავიდნენ.

საფრანგეთის მოქალაქეს ქაბულის აეროპორტში იატაკზე სძინავს

მოსახლეობა თვითმფრინავებში ასვლასა და ქალაქის დატოვებას ცდილობს

ამავე თემაზე:

ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

ჯო ბაიდენი ავღანეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს

ენტონი ბლინკენმა და სერგეი ლავროვმა ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ისაუბრეს

ბაიდენი "თალიბანს" ძლიერი სამხედრო პასუხით ემუქრება

აშშ ავღანეთში საელჩოდან პერსონალის ევაკუაცის მიზნით, 3000 ჯარისკაცს გაგზავნის

ჯეიკ სალივანი: ავღანეთის არმიამ გადაწყვიტა, რომ არ იბრძოლებენ ქაბულისთვის და ქვეყნისთვის

ევროპარლამენტის პრეზიდენტი: თავშესაფარი უნდა მივცეთ მათ, ვისაც ავღანეთში დევნის საფრთხე ემუქრება

ანტონიო გუტერეში: ავღანეთის ხალხი არ უნდა მივატოვოთ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებას ხვალ განიხილავენ

70 სახელმწიფო, მათ შორის საქართველო, ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებს

AP: „თალიბანი“ ქაბულში პრეზიდენტის სასახლიდან „ავღანეთის ისლამური საამიროს“ შექმნის შესახებ გამოაცხადებს, ჯო ბაიდენი თეთრ სახლში შეხვედრას მართავს

ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს

გაეროს უშიშროების საბჭო: ავღანეთში ახალი მთავრობა უნდა შეიქმნას, რომელიც ერთიანი, ინკლუზიური და წარმომადგენლობითი იქნება