ადვოკატის ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაური აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა

ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ზურაბ ზვიადაური, რომელიც განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს ბრალს არ აღიარებს.

მისი ადვოკატის, კახაბერ ცნობილაძის თქმით, ზვიადაური სროლის დროს აუცილებელი მოგერიების მოტივით მოქმედებდა.

მისივე ინფორმაციით, ზვიადაური თავდამსხმელებს არ იცნობდა და წინანდლის ტყეში ძმის დასახმარებლად ავიდა.

"საერთოდ არ იცნობდა თავდამსხმელებს, მისი მოქმედება იყო დროული და მას რომ არ ემოქმედა, მისი სიცოცხლე საფრთხეში იყო და შეიძლება გარდაცვლილიც ყოფილიყო. ის მოქმედებდა აუცილებელი მოგერიების პრინციპით. ", - ამბობს ადვოკატი კახაბერ ცნობილაძე.

ცნობისთვის, წინანდალში 3 ადამიანის მკვლელობის ბრალდებით დაკავებულთა შორის ერთ-ერთი ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაურია. ის განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, ზურაბ ზვიადაურმა იმ კაცს ესროლა, რომელმაც მისი ძმის მიმართულებით გაისროლა.

კახეთში, ავტომანქანაში სამი ადამიანი, მათ შორის ზურაბ ზვიადაურის ძმა ჩაცხრილეს