საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ, სვანეთში მასწავლებლები აიცრნენ

გაეროს ბავშვთა ფონდი COVID-19 ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად Unicef-მა ასეთი შეხვედრა სვანეთში მოაწყო. UNICEF-ის წარმომადგენლები მესტიაში მოღვაწე მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ.

შეხვედრის შემდეგ დამსწრეთა უმრავლესობამ ჩაიტარა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

"COVID-19 ვაქცინაციის შესახებ გამართული საინფორმაციო შეხვედრების სერია გრძელდება. ამჯერად სვანეთს ვესტუმრეთ. მესტიაში მოღვაწე მასწავლებლებს ჯანდაცვის ცნობილი ექსპერტები შეხვდნენ, და COVID-19-ის, ვაქცინაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს. გაიმართა საინტერესო დისკუსია და ექსპერტებმა უპასუხეს კონკრეტულ შეკითხვებს.

მონაწილეთა უმრავლესობამ შეხვედრის დასრულების შემდეგ გამოთქვა სურვილი, თავადაც ჩაეტარებინა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. შეხვედრები გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ არის ორგანიზებული, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით", - ნათქვამია UNICEF Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ამავე თემაზე:

რეგიონებში მოსახლეობა საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ იცრება

UNICEF-ის წარმომადგენელი კოვდვაქცინით ახალციხეში აიცრა