სახელმწიფო დეპარტამენტი: ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში ყოფილი ელჩი, ჯონ ბასი ქაბულში მიემგზავრება

ამერიკის შეერთებული შტატები ქაბულში ჯონ ბასს გზავნის, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.

როგორც ცნობილია, ჯონ ბასი ლოგისტიკურ საკითხებს გაუძღვება.

„ელჩი ჯონ ბასი, გამოცდილი დიპლომატი და ყოფილი ელჩი ავღანეთში, თურქეთსა და საქართველოში მიემგზავრება ქაბულში, რომ ლოგისტიკურ საკითხებს გაუძღვეს და საკონსულოს ძალისხმევას უხელმძღვანელოს“, - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი მენეჯმენტის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილის თანამდებობაზე წარადგინა. ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.

ჯონ ბასი: დიდი პატივია, ახალი პოზიციიდან ვემსახურო ამერიკელ ხალხს

ცნობისათვის, ჯონ ბასმა ავღანეთში აშშ-ის ელჩის თანამდებობა 2020 წლის ივნისში დატოვა.