ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ მან დატოვა ქაბული, რადგან თავიდან აეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთი არ დამსგავსებოდა სირიასა და იემენს. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
მისი თქმით, თუ თანამდებობაზე დარჩებოდა, ჩამოახრჩობდნენ და ქვეყანას "საშინელი კატასტროფა" დაემუქრებოდა.
"მე არ მსურს სისხლისღვრა დაიწყოს ქაბულში, როგორც ეს მოხდა სირიასა და იემენში. ამიტომ გადავწყვიტე წასვლა, ქაბულის დატოვება. განომეორდებოდა იგივე, რაც მოხდა 25 წლის წინ, თუ ავღანეთის პრეზიდენტად დავრჩებოდი. მე ჩამომახრჩობდნენ ავღანეთის ხალხის თვალწინ და ეს იქნებოდა საშინელი კატასტროფა ჩვენს ისტორიაში. ღირსეული სიკვდილის არ მეშინია და ავღანეთის დამცირება ჩემთვის მისაღები არ იყო, მაგრამ წასვლა მომიწია. ავღანეთიდან გამიყვანეს, რათა თავიდან აგვეცილებინა სისხლისღვრა და ავღანეთის განადგურება", - განაცხადა აშრაფ ღანიმ .
ცნობისთვის, "თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.
ავღანეთის პრეზიდენტის ადგილსამყოფელი გაირკვა