,,შემოუერთდით წინააღმდეგობას" - ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ პრეზიდენტის მოვალეობის ლეგიტიმური შემსრულებელია

,,თალიბანის" მიერ ქაბულის აღებისა და პრეზიდენტ აშრაფ ღანის გაქცევის შემდეგ, ვიცე-პრეზიდენტი ამრულა სალეჰი აცხადებს, რომ ავღანეთის კონსტიტუციის მიხედვით, ისაა პრეზიდენტის მოვალეობის კანონიერი შემსრულებელი და მზადაა, დარჩეს ქვეყანაში.

„ავღანეთის რესპუბლიკის კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტის გაქცევის ან სიკვდილის შემთხვევაში, პირველი ვიცე პრეზიდენტი ხდება მოქმედი პრეზიდენტი. ახლა ვიმყოფები ავღანეთში და კანონიერად ვარ ამ თანამდებობაზე. კონსულტაციებს ვმართავ ქვეყნის ყველა ლიდერთან, რათა ეს პოზიცია განვამტკიცო, მოვიპოვო მათი მხარდაჭერა და კონსენსუსი“, – წერს ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი Twitter-ის გვერდზე.

სალეჰმა განცხადებები ასევე დასძინა, რომ “ახლა უშედეგოა აშშ-ის პრეზიდენტთან ავღანეთზე კამათი”.

“ჩვენ, ავღანელებმა, უნდა დავამტკიცოთ, რომ ავღანეთი არ არის ვიეტნამი… შეერთებული შტატებისა და ნატოსგან განსხვავებით, ჩვენ სული არ დაგვიკარგავს და წინ უზარმაზარ შესაძლებლობებს ვხედავთ. უსარგებლო გაფრთხილებები დასრულდა. შემოუერთდით წინააღმდეგობას”, – წერს Twitter-ზე მან.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

ავღანეთმა აშშ-ის დახმარება ვერ გამოიყენა. სახელმწიფო ინსტიტუტები ვერ შედგა - ექსპერტების ხედვა

ჯო ბაიდენი: არ შეიძლება, ამერიკელები იღუპებოდნენ ომში, რომელშიც ავღანელებს თავად არ სურთ ბრძოლა თავის დასაცავად

ევროპარლამენტარები: რუსეთი და ჩინეთი ავღანეთში პოლიტიკური ვაკუუმის შევსებას სწრაფად შეეცდებიან. ევროკავშირმა ახალი სტრატეგია უნდა შეიმუშაოს

,,თალიბანის" ანგარიშსწორების შიშით, ქაბულის დატოვებას უამრავი ადამიანი ცდილობს - საერთაშორისო მედია ავღანეთზე

იენს სტოლტენბერგი: ავღანეთში უნდა შედგეს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემა ინკლუზიური მთავრობისთვის