გიორგი ვოლსკი: ფარმაცევტული სფერო სერიოზულ დარტყმას აყენებს მათაც, ვისაც ნორმალური შემოსავალი აქვთ

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის განცხადებით, ფარმაცევტული სფერო საკმაოდ სერიოზულ დარტყმას აყენებს არამხოლოდ შეჭირვებული ადამიანების ჯიბეს, არამედ მათაც, ვისაც ასე თუ ისე, ნორმალური შემოსავალი აქვს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

ვოლსკის თქმით, ფარმაცევტული სფერო დაურეგულირებელია და საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს ზარალს აყენებს.

"ამ თემაზე სერიოზული საუბარი ჰქონდა პრემიერ-მინისტრს. მუშაობა მიმდინარეობს. იმედი მაქვს, მოიძებნება გადაწყვეტილება, რითაც საზოგადოებას საშუალება ექნება, უკეთესი მდგომარეობა იხილოს", - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ამავე თემაზე

ღარიბაშვილი: ქვეყანაში წამლების ფასი ძალიან გაზრდილია, ეს კარგად უნდა შევისწავლოთ