ოქსფორდის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანები, რომლებიც სრულად აცრის შემდეგ ინფიცირდებიან კორონავირუსისგან, იგივე რაოდენობის ინფექციის მატარებლები არიან, როგორც აუცრელები. იტყობინება CBCnews-ი.
თუმცა მკვლევრები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ვაქცინაცია ჯერ კიდევ გვთავაზობს კარგ დაცვას დაავადების დაწყებისთანავე და იცავს მძიმე გართულებებისგან.
როგორც ოქსფორდის წამყვანმა მკვლევარმა, დოქტორმა სარა უოკერმა The Telegraph- ს განუცხადა, კვლევამ აჩვენა, რომ Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს და AstraZeneca-ს ვაქცინის ორივე დოზა კვლავ იცავს ვირუსისგან.
„დაინფიცირების ნაკლები ალბათობა არსებობს, მაგრამ თუ ასეც იქნება, გექნებათ ვირუსის მსგავსი დონე, როგორც სხვას, ვინც საერთოდ არ არის აცრილი “, - ამბობს სარა უოკერი.