Time of Israelis ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ 40 წელს გადაცილებულ ადამიანებს COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის გაკეთება შეეძლებათ. ამრიგად, ისრაელის მთავრობამ გააფართოვა იმ პირთა წრე, ვინც ვაქცინის დამატებით დოზით აიცრება. ვაქცინის დამატებითი დოზის გაკეთება შეეძლება ასევე პედაგოგებს.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის მესამე დოზის ადმინისტრირება ისრაელში ივლისში დაიწყო. ამ დრომდე აცრის მესამე დოზის გაკეთების უფლება 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს მისცეს. შემდეგ ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდა 50 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის და სამედიცინო პერსონალისთვის.
ისრაელში COVID-19-ის ახლა ტალღას ებრძვიან, რაც დელტა ვირუსის გავრცელებასთანაა დაკავშირებული.
ისრაელში 50 წელს გადაცილებულებში ვაქცინის მესამე დოზა დაუშვეს
ისრაელი 60 წლიდან მოქალაქეების მესამე დოზით ვაქცინაციას განიხილავს