ენტონი ბლინკენმა და იენს სტოლტენბერგმა ავღანეთის საკითხზე ისაუბრეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ავღანეთის საკითხზე ტელეფონით ესაუბრა NATO-ს გენერალურ მდივანს. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსამსახური ავრცელებს. დღესვე ავღანეთის საკითხზე NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ. მოლაპარაკებები ონლაინ ფორმატში გაიმართება.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, აღნიშნულ შეხვედრაზე მოკავშირეები განიხილავენ ერთობლივ ძალისხმევას, რაც ავღანეთიდან მოკავშირეთა პერსონალისა და ავღანელი პარტნიორების უსაფრთხო ევაკუაციის უზრუნველყოფას მოემსახურება.

ენტონი ბლინკენისა და იენს სტოლტენბერგის განცხადებით, NATO-ს მოკავშირეებსა და პარტნიორებს შორის მჭიდრო კოორდინაცია მნიშვნელოვანია ავღანეთში NATO-ს მომავლის განსაზღვრისთვის.

ავღანეთის საკითხზე, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ