ავღანეთის საკითხზე, NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ

20 აგვისტოს NATO-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები ავღანეთში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ. ამის შესახებ ინფორმაცია ალიანსის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

როგორც ცნობილია, სხდომა ვირტუალური ფორმატით გაიმართება და სხდომის დასრულების შემდეგ, იენს სტოლტენბერგი პრესკონფერენციას გამართავს.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

NATO-მ ავღანეთის მთავრობას ფინანსური დახმარება შეუწყვიტა

სტოლტენბერგი „თალიბანს“ აფრთხილებს, რომ NATO-ს კვლავ შეუძლია ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება