თამარ გაბუნია ეპიდვითარებაზე: მცირედი სტაბილიზაციის სურათი გვაქვს. დამატებითი შეზღუდვებზე საუბარი არ არის

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის შეფასებით, მიუხედავად იმისა რომ ოპტიმისტური პროგნოზების გაკეთება ნაადრევია, სტატისტიკის მიხედვით ვირუსის გავრცელების მხრივ მცირედი სტაბილიზაცია შეინიშნება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„დღეისთვის რა შეზღუდვებიც დაწესებულია მთავარი მათი აღსრულებაა. ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესებაზე საუბარი არ არის. ინფიცირების მაჩვენებელი შედარებით უფრო დაბალია, ვიდრე იყო თუნდაც კვირის დასაწყისში და კარგია, რომ ნახტომისებურ მატებას არ ვხედავთ. ჯერ ნაადრევია ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთება, თუმცა მცირედი სტაბილიზაციის სურათი ამ რიცხვების საფუძველზე იკვეთება. მთავარია დღეს დაწესებული რეკომენდაციების და რეგულაციები, რომელიც დაწესებულია“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 4 743 ადამიანს დაუდასტურდა, 3 393 გამოჯანმრთელდა, ხოლო 59 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

საქართველომ საველე ჰოსპიტლის გამოყენება დაიწყო

კოვიდინფიცრებული ორსულებისთვის სპეციალური ონლაინკლინიკა ამოქმედდება