დავით ზალკალიანი: უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ  საშუალებას მისცემს, აღიარონ ჩვენი კოვიდპასპორტები

უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა "ქრონიკის" ეთერში განაცხადა.

მისივე თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტრო მუდმივი კომუნიკაციის რეჟიმშია ევროპელ პარტნიორებთან.

"უახლოეს დღეებში ევროკავშირს მიეწოდება კითხვარები, რაც მათ მისცემს საშუალებას, აღიარონ საქართველოს მიერ გაცემული კოვიდპასპორტები. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის მხრიდანაც არ იქნება დაყოვნებული გადაწყვეტილება და ჩვენი მოქალაქეები უმტკივნეულოდ, ყოველგვარი პრობლემის გარეშე შეძლებენ ევროკავშირის ქვეყნებში მოგზაურობას. ეს არის ერთგვარი სტიმული იმ ადამიანებისთვის, ვისაც ევროკავშირის ქვეყნებში გამგზავრება სურს", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამავე თემაზე:

იუსტიციის სახლმა კოვიდბარათების გაცემა დაიწყო

სად და როგორ უნდა აიღონ მოქალაქეებმა კოვიდბარათები