ქაბულის აეროპორტთან ხალხმრავლობით გამოწვეულ ჭყლეტვას 7 ადამიანი ემსხვერპლა

„თალიბანის“ მიერ ქაბულის დაკავების შემდეგ აეროპორტთან ევაკუაციის მსურველთა სიმრავლით გამოწვეულ ჭყლეტვას შვიდი ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა.

„ჩვენი გულწრფელი თანაგრძნობა შვიდი ავღანელი მოქალაქის ოჯახის წევრებს, რომლებიც ქაბულში ხალხმრავლობაში დაიღუპნენ“, – ნათქვამია განცხადებაში.

უწყების ცნობით, ადგილზე ვითარება უკიდურესად რთულია, თუმცა სიტუაციის გასაკონტროლებლად ყველაფერს აკეთებენ.

ცნობისთვის, ,,თალიბანმა" ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ელვის სისწრაფით დაიკავა ქვეყნის მნიშვნელოვანი ქალაქები და საბოლოოდ ქაბულის შემოგარენსაც მიადგა. 15 აგვისტოს მათ ქვეყნის დედაქალი - ქაბულიც აიღეს. ავღანეთის პრეზიდენტმა, აშრაფ ღანიმ ქვეყანა დატოვა, მის სასახლეში კი თალიბები შევიდნენ. დაჯგუფებისთვის ძალაუფლების მშვიდობიანად გადასაცემად შეიქმნა ავღანეთის დროებითი მთავრობა.

ამავე თემაზე:

BBC: ქაბულის აეროპორტი 48 საათით დაიკეტება