რუსეთის საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა რუსული რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა გამოსცადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, რაკეტა ყაზახეთში მდებარე სარი-შაგანის სამხედრო პოლიგონზე გამოცადეს.
“რუსეთის კოსმოსური ძალების საჰაერო და სარაკეტო თავდაცვის ჯარების ოპერატიულმა ეკიპაჟმა რუსული სარაკეტო თავდაცვის სისტემის ახალი რაკეტა ყაზახეთში, სარი-შაგანის პოლიგონზე წარმატებით გამოცადა”, - აცხადებენ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში.
ცნობისათვის, ახალი ბალისტიკური რაკეტის წინა საცდელი გაშვება ოქტომბრის ბოლოს ამავე პოლიგონზე განხორციელდა.