სომხეთის ტერიტორიაზე პროექტ „ტრამპის გზა საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის“ (TRIPP) განხორციელებით, სარგებელს მიიღებს როგორც რეგიონის, ისე რეგიონის გარეთ არსებული ყველა ის ქვეყანა, რომელიც პროექტში მონაწილეობს. ფაშინიანმა ასეთ ქვეყნებს შორის დაასახელა ირანის ისლამური რესპუბლიკა და ამერიკის შეერთებული შტატები.
ამის შესახებ ჟურნალისტებთან ბრიფინგზე პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა.
„TRIPP-ს ჩვენი პროექტის „მშვიდობის გზაჯვარედინის“ კონტექსტში განვიხილავთ და მას ვხედავთ როგორც მშვიდობის, და არა საპირისპიროს ინსტრუმენტს. საჭიროა ამ შესაძლებლობით სარგებლობა,“ - განაცხადა ფაშინიანმა.