ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს

რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა, გიტანას ნაუსედამ ყირიმის პლატფორმის სამიტზე მიმართვისას.

მისი თქმით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა აღდგეს.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის დამოუკიდებლობას, განუყოფლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას. პირობას ვდებთ, რომ ჯეროვნად შევასრულებთ და გავაძლიერებთ არაღიარებისა და სანქციების პოლიტიკას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის სრულად აღდგენამდე“, - განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა

ამავე თემაზე:

უკრაინაში ყირიმის პლატფორმის სამიტი იმართება.

ვოლოდიმირ ზელენსკი: სავსებით შესაძლებელია, 23 აგვისტო შევიდეს ისტორიაში, როგორც დეოკუპაციის დაწყების თარიღი

ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო