ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორდენით - „დამსახურებისთვის“ ყირიმის პლატფორმის სამიტის მონაწილე სხვა ლიდერებთან ერთად ღარიბაშვილიც დააჯილდოვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში, ყირიმის პლატფორმის სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ პირველი ხარისხის ორდენით - „დამსახურებისთვის“ დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ასევე დააჯილდოვა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი ვალდის დომბროვსკისი, პოლონეთის, ესტონეთის, ლატვიის, ლიეტუვის, ფინეთის, სლოვაკეთის და მოლდოვას პრეზიდენტები; რუმინეთის, სლოვაკეთის და ხორვატიის პრემიერ-მინისტრები.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერებთან ერთად, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს ყირიმის პლატფორმის სამიტში მიიღო მონაწილეობა. ირაკლი ღარიბაშვილმა სამიტის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

ამავე თემაზე:

შარლ მიშელი: საერთაშორისო თანამეგობრობამ გარანტირებულად უნდა უზრუნველყოს ის, რომ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსია არასოდეს გახდეს ლეგიტიმური

ლიეტუვის პრეზიდენტი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს, ვიდრე უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებს არ დააბრუნებს

ღარიბაშვილი ყირიმის პლატფორმის სამიტზე: 13 წლის წინ რუსეთის ფედერაციამ საქართველოს წინააღმდეგ მსხვილმასშტაბიანი ოპერაცია დაიწყო