EMA-ს მიერ ავტორიზებულის შემდეგ, Astrazeneca-ს, Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ არის აღიარებული

ევროპის წამლების სააგენტოს მიერ ავტორიზებული ვაქცინების შემდეგ, Covishield-ის (ინდოეთის შრატის ინსტიტუტში დამზადებული Astrazeneca-ს ვაქცინა), Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები ევროკავშირის ქვეყნებში ყველაზე ფართოდ არის აღიარებული. ევროპის ქვეყნებმა ტურისტებისთვის მთელ მსოფლიოში დაიწყეს გახსნა და უმრავლესობამ მოქალაქეებისთვის აუცილებელად პირობად ვაქცინაცია დააწესა.

მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ქვეყანა იღებს გადაწყვეტილებას, ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური სივრცის წევრი სულ 29 ქვეყანა აღიარებს ყველა იმ ვაქცინას, რომელიც დამტკიცებულია ევროპის წამლების სააგენტოს მიერ (EMA), როგორც იმუნიზაციის მოქმედი მტკიცებულება. იტყობინება Schengenvisainfo.

ეს ნიშნავს, რომ ყველა მოგზაური, რომელიც აიცრა Pfizer/BioNTech-ის, Moderna-ს, AstraZeneca-ს და Johnson & Johnson-ის ვაქცინებით, განიხილება, როგორც სრულად აცრილი ამ ქვეყნებში შესვლისას: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, იტალია, ლატვია, ლიტვა, მალტა, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, სლოვაკეთი, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია.

უმეტეს შემთხვევაში, ყველა, ვინც აცრილია EMA-ს მიერ დამტკიცებული ვაქცინით, ნებადართულია შეზღუდვების გარეშე შევიდეს ხსენებულ ქვეყნებში. თუმცა, ზოგი ქვეყანა მაინც ინარჩუნებს უმცირეს შეზღუდვებს მოგზაურთათვის, ზოგი კი ნებას რთავს შევიდეს იმ ვაქცინით, რომელიც ამ ჩამონათვალში არ არის.

ეს ნიშნავს, რომ EMA- ს მიერ დამტკიცებული ვაქცინების გარდა, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა ასევე აღიარებს ვაქცინებს, რომლებიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) გადაუდებელი გამოყენებისთვის დაამტკიცა.

ცნობისთვის, VisaGuide.World- მა შეიმუშავა ახალი ინსტრუმენტი, რომელიც დაეხმარება მოგზაურებს, გადაამოწმონ, არის თუ არა ვაქცინა აღიარებული იმ ქვეყნის მიერ, რომლის მონახულებაც სურთ. გაირკვა, ევროკავშირის ქვეყნებში სამი ვაქცინაა ყველაზე მეტად აღიარებული: Covishield-ი (ინდოეთის შრატის ინსტიტუტში დამზადებული Astrazeneca-ს ვაქცინა), Sinopharm-ი და Sinovac-ი.

ხსენებული სამი ვაქცინიდან, ინდური წარმოების ვაქცინა ყველაზე ფართოდ არის აღიარებული ევროკავშირის ფარგლებში. ქვემოთ ჩამოთვლილი ყველა ქვეყანა აღიარებს Covishield-ის ვაქცინას, როგორც იმუნიტეტის ნამდვილ მტკიცებულებას COVID-19-ის წინააღმდეგ: ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, ხორვატია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ნიდერლანდები, სლოვენია, ესპანეთი, შვედეთი, შვეიცარია.

Sinopharm-ის და Sinovac-ის ვაქცინები

ორივე აღიარებულია რვა ევროპული ქვეყნის მიერ: ავსტრია, კვიპროსი, საბერძნეთი, უნგრეთი, ისლანდია, მალტა, ესპანეთი, შვედეთი.

Sinovac-ის ვაქცინა აღიარებულია, როგორც ვაქცინაციის მოქმედი მტკიცებულება შემდეგი ქვეყნების მიერ: ავსტრია, კვიპროსი, ისლანდია, ფინეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი.

Sinovac-ს ევროკავშირისა და შენგენის 7 ქვეყანა აღიარებს

The Economist-ის კვლევის თანახმად, რომელიც ივლისში ჩატარდა, Astrazeneca-ს ვაქცინა მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გამოიყენება და 119 მთავრობის მიერ არის აღიარებული. მეორე ადგილზეა Pfizer-BioNTech-ი.