ქეითი ჰოქული ნიუ-იორკის შტატის პირველი ქალი გუბერნატორი გახდა. ენდრიუ კუომო ნიუ იორკის გუბერნატორის თანამდებობიდან ოფიციალურად გადადგა. ამის შესახებ ინფორმაციას USATODAY ავრცელებს.
62 წლის დემოკრატმა გუბერნატორის ფიცი უკვე დადო. ის შტატის 57-ე გუბერნატორია.
გავრცელებული ინფორმაციით, ჰოქულმა უკვე რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილებაც მიიღო. საკუთარ მდივნად ის კარენ კეოგი, მრჩევლად კი ელიზაბეთ ფაინი დანიშნა. შესაბამისად, ნიუ-იორკის შტატის აღმასრულებელი ხელისუფლების სამივე წამყვან თანამდებობას ქალები დაიკავებენ.
ცნობისთვის, ნიუ-იორკის გუბერნატორი სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულების შემდეგ გადადგა. ნიუ-იორკის შტატის გამომძიებლებმა დაადგინეს, რომ კუომომ სექსუალურად შეავიწროვა რამდენიმე ქალი და დაარღვია შტატის კანონი. ამ ბრალდებებს ის უარყოფს.