ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძე სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით კიევის ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე რამდენიმე ადამიანი დააჯილდოვა. მათ შორის არის ქართველი მომღერალი და მსახიობი ვახტანგ კიკაბიძე.

ვახტანგ კიკაბიძე უკრაინის პრეზიდეტმა სახელმწიფო ორდენით დააჯილდოვა.

როგორც ცნობილია, მას "იაროსლავ ბრძენის" მეხუთე ხარისხის ორდენი გადაეცა.

ცნობისთვის, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ქვეყნის მასშტაბით, სადღესასწაულო ღონისძიებები მიმდინარეობს.

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.