საბერძნეთში აუცრელები კოვიდტესტს უფასოდ ვეღარ გაიკეთებენ

Guardian-ის ინფორმაციით, საბერძნეთში აუცრელ მოქალაქეებს კოვიდტესტს უფასოდ აღარ გაუკეთებენ.

როგორც გამოცემა წერს,შესაბამისი გადაწყვეტილება საბერძნეთის მთავრობამ ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად მიიღო. შესაბამისი განკარგულება ძალაში 13 სექტემბერს შევა.

ამასთან, აუცრელ მოქალაქეების ნაწილს, მათი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, კოვიდტესტის გაკეთებას კვირში ორჯერ დაავალდებულებენ. საბერძნეთში კოვიდტესტის გაკეთება 10 ევრო ეღირება. ამასთან, აცრილი ადამიანების ტესტირება კვლავ უფასო დარჩება.

„ეს არ გახლავთ სადამსჯელო ზომები. ეს არის ჩვენი მოვალეობა იმ ხალხის წინაშე, ვინც პანდემიის 18 თვე გამოიარა მაქსიმალური სიფრთხილით, მათ წინაშე ვინც დაკარგა მაღაზიები, მათ წინაშე ვინც სახლიდან არ გადიოდა თავდაცვის მიზნით“, – განაცხადა საბერძნეთის ჯანდაცვის მინისტრმა.

ხელისუფლების ცნობით, ქვეყანაში მცხოვრები 11 მილიონი ადამიანიდან COVID 19-ის საწინააღმდეგო აცრა უკვე გაიკეთა ექვსი მილიონმა მოქალაქემ.

ამავე თემაზე:

რა წესი იმოქმედებს აუცრელთა გარკვეული ჯგუფისთვის სექტემბრიდან