შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის ბექა ფერაძის განცხადებით, რეგულაციების დარღვევის გამო, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 26 იურიდიული და 21 ფიზიკური პირი.
როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, 10 აგვისტოდან დღემდე დაილუქა 21 ობიექტი.
„მიმდინარე წლის 10 აგვისტოდან, შრომის ინსპექციამ გამკაცრებული კონტროლი დაიწყო კოვიდრეგულაციების აღსრულებასთან დაკავშირებით ბიზნეს სექტორის მიმართულებით. დღეის მდგომარეობით, განხორციელებულია 5 537 აქტივობა. ცნობიერების ამაღლების მიმართულებით, განხორციელდა 5 469 სარეკომენდაციო ხასიათის ინსპექტირება, მათ შორის, გაიცა 4 71 წერილობითი და 10 ათასზე მეტი ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება. გრძელდება პროცესი საქმიანობის აღდგენის მიმართულებით. როგორც იცით, სპეციალური პლატფორმაა შექმნილი, სადაც გარკვეული ბიზნესსუბიექტები მუშაობის ნებართვას იღებენ შრომის ინსპექციიდან, თუ პროტოკოლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. ამ მიმართულებით, 15-მა ობიექტმა მიიღო ნებართვა ამ პერიოდში.
სამწუხაროდ, ცნობიერების ამაღლებისა და გარკვეული აქტივობების მიუხედავად, მთავრობის 322-ე დადგენილების იზოლაციის და კარანტინის წესების და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების დარღვევისთვის, 10 აგვისტოდან დაჯარიმდა 42 ობიექტი, აქედან 26 იურიდიული და 21 ფიზიკური პირი.
განმეორებით სამართალდარღვევის ჩადენისთვის, ისევე როგორც პირველივე შემთხვევაზე გვქონდა მასობრივი სოციალური ღონისძიების გამართვის შემთხვევებიც. ამ მიზნით, იმისთვის, რომ კრიტიკული დარღვევები იყო, 10 აგვისტოს შემდეგ 21 ობიექტი დაილუქა. მონიტორინგი და ინსპექტირება გრძელდება. ხვალიდან 22:00 საათამდე იქნება ნებადართული კვების ოებიექტების ფუნქციონირება. ეს არ ეხება „დელივერის“ და „თეიქ ევეის“. კონტროლი ძალიან მკაცრი იქნება “,- აღნიშნავს ფერაძე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ჯამში 1 010 096-მა ადამიანმა გაიკეთა.
როგორც ცნობილია, ბოლო 24 საათში, საქართველოში ვაქცინა 30 067-მა ადამიანმა გაიკეთა, რაც დღიური რეკორდული მაჩვენებელია.
ამავე თემაზე: