ივანე ჩხაიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ველოდებით

სპეციალისტები საქართელოში სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ელოდებიან. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორმა, იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ Europetime-თან საუბრისას განაცხადა, რომ თუ აგვისტოში დღიურად აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შენარჩუნდება, სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალი არ უნდა იყოს.

„თუ აცრილთა რაოდენობის სტაბილური მაჩვენებელი შევინარჩუნეთ, 30 000 ყოველდღიურად, ეს არის სწორედ ის, რაც შედეგს მოგვცემს ერთი თვის შემდეგ, ანუ სექტემბრის ბოლოსთვის.

ამიტომ ვამბობ, თუ აგვისტოს (ვაქცინირებულთა) მაჩვენებელი იქება მაღალი, სექტემბრის ბოლოსთვის ჩვენ ორჯერადად აცრილი მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად გაგვეზრდება, რაც რისკებს შეამცირებს. მაგრამ ერთია აცრა და მეორეა ინფიცირებულთა რაოდენობა. ხუთი და ექვსი ათასი ინფიცირებულის პირობებში, ორგანიზებული ღონიძიების ჩატარება (არჩევნების) მიზანშწონილი ნამდვილად არ არის", - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

ამავე თემაზე

ივანე ჩხაიძე: თუ სექტემბრის შუა რიცხვებისთვის ასეთი ეპიდვითარება იქნება, არჩევენების ჩატარება სარისკოა

საქართველოში არჩევნების გადადების საკითხის ირგვლივ დისკუსია მიმდინარეობს