საქართველოში მიწისძვრა მოხდა

დაახლოებით, ერთკვირიანი პაუზის შემდეგ, სოფელ სამებასთან ისევ 3 მაგნიტუდაზე მეტი სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დღეს, თბილისის დროით 09:31 საათზე, სოფელ სამებასთან მიწისძვრა დაფიქსირდა. ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტი-სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი (ML) ავრცელებს.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.4 (ML) მაგნიტუდას შეადგენდა.

რით ხსნიან სპეციალისტები სოფელ სამებასთან გახშირებულ მიწისძვრას