ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 53 747 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 5 021 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 5 041, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.52%, ბოლო 14 დღის განმავლობაში - 10.84%, ხოლო 7 დღის განმავლობაში - 10.57%.

პანდემიის გავრცელებიდანდღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 528 043-ს, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 463 306-მდე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 949 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი 5 021 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 2 030 შემთხვევა, აჭარა - 599, იმერეთი - 598, ქვემო ქართლი - 333, შიდა ქართლი - 331, გურია - 111, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 336, კახეთი - 446, მცხეთა-მთიანეთი - 114, სამცხე-ჯავახეთი-90, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 33.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა: 57 762, 7 356 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 3 107, აჭარაში - 1 046, იმერეთში - 1 102. ამ ეტაპზე ქვეყანაში 1 556 მძიმე პაციენტია, მათ შორის, თბილისში - 622, აჭარაში - 164, იმერეთში - 353.

ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა 384 პაციენტი, მათგან თბილისში - 222, აჭარაში - 47, იმერეთში - 26. 3 304 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 528 - თბილისში, 1 227 - აჭარაში. 47 102 ბინაზე მკურნალობს.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 95 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 93, ხოლო აჭარაში - 2. სულ 6 ოქტომბრიდან - 24 აგვისტოს პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 102. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 57 305 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 29 317, აჭარაში - 8 164, იმერეთში - 4 762

ცნობისთვის, გუშინ, საქართველოში კორონავირუსი 5924 ადამიანს დაუდასტურდა, 60 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.

ამავე თემაზე:

ივანე ჩხაიძე: სექტემბრის ბოლოსთვის ინფიცირებულთა რაოდენობის განახევრებას ველოდებით