დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში სულ 1 038 292 აცრა ჩატარდა.
NCDC-ის ცნობით, ბოლო 24 საათში 28 295 ადამიანი აიცრა.
როგორც ცნობილია, ერთი დოზით აცრილთა რაოდენობა 719 380 შეადგენს, რაც მოსახლეობის 25,2%-ია.
ხოლო, სრულად ვაქცინირებულია 318 912 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 11,2%-ია.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5 021 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა გამოჯანმრთელდა 5 041 პაციენტი. 58 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.