ავღანელი პოპ ვარსკვლავი ქაბულიდან გაქცევას იხსენებს

ავღანელმა მომღერალმა, რომელმაც თავისი პოპულარობა ქალთა უფლებების დასაცავად გამოიყენა, „თალიბანის“ მიერ ქვეყნის დაკავების შემდეგ, ქაბული დატოვა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

არიანა საიდი ქალაქიდან გაიქცა, როგოროც კი „თალიბანმა“ ქაბულს ალყა შემოარტყა. მანამდე კი, ამავე ქალაქში ნათესავის სახლში აფარებდა თავს.

„ვგრძნობდი, რომ აქ მოვკვდები, უიმედოდ ვიყავი. სასწაულია, რომ ჩვენ გამოვედით“, - ამბობს პოპ მომღერალი.

„გადატვირთული კომერციული რეისი ძლივს აფრინდა“- ჰყვება მომღერალი ახლა უკვე ვაშინგტონის სასტუმროდან. მისი თქმით, ბორტზე პანიკა იყო, ისროდა სროლის ხმაც.

„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.

ამავე თემაზე:

ჯო ბაიდენი: 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა