გაერო ავღანეთში დარჩება. ამის შესახებ გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა განაცხადა.
„გაერო ავღანეთის ხალხისთვის და მასთან ერთად ათწლეულების განმავლობაში მუშაობს. ჩვენ ქვეყანაში დავრჩებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, როგორც პერსონალის უსაფრთხოებისთვის, ასევე ავღანელი ხალხისთვის, რომელიც ასე დაზარალდა“, - წერს Twitter-ზე გაეროს გენერალური მდივანი.
„თალიბანის“ მიერ ქაბულის აღებამ და ავღანეთის სრულად კონტროლმა დედაქალაქში ქაოსი შექმნა. ქაბულის აეროპორტს, რომელიც „თალიბანის“ მიერ ავღანეთის დედაქალაქის დაკავების შემდეგ მოქალაქეების ევაკუაციის ადგილია, უამრავი ადამიანი მიაწყდა. გავრცელდა ბევრი ფოტო, რომელზეც ჩანს, როგორ ცდილობენ მოქალაქეები ბორტზე მოხვედრას. გავრცელდა ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც.
ამავე თემაზე:
ჯო ბაიდენი: 14 აგვისტოდან დღემდე ავღანეთიდან 70 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა