Reuters-ი: "თალიბანმა" თურქეთს ქაბულის აეროპორტის მართვაში დახმარება სთხოვა

"თალიბანმა" თურქეთს სთხოვა, მას შემდეგ, რაც ქვეყანას უცხოური ჯარები დატოვებენ, ქაბულის აეროპორტის ტექნიკურ მართვაში დაეხმაროს, თუმცა ამავდროულად ითხოვენ, რომ თურქეთმა აგვისტოს ბოლომდე სრულად უნდა გაიყვანოს ჯარი. ამის შეასახებ ინფორმაციას თურქეთის ორ ოფიციალურ წარმომადგენელზე დაყრდნობით, Reuters-ი ავრცელებს.

ერთ-ერთი წყაროს თქმით, ისლამისტი "თალიბანის" მიერ პირობითი მოთხოვნა, ანკარას რთული გადაწყვეტილების წინაშე აყენებს, მიიღოს თუ არა საშიში შეთავაზება.

როგორც Reuters-ი წერს, თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მთავრობა თვეების განმავლობაში აცხადებდა, მოთხოვნის შემთხვევაში შეეძლო ქაბულის აეროპორტში დარჩენა. მას შემდეგ, რაც თალიბანმა დედაქალაქი დაიკავა, თურქეთმა დაჯგუფებას ტექნიკური დახმარებასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში დახმარება შესთავაზა.

"თალიბანმა ქაბულის აეროპორტის ტექნიკურ დახმარებასთან დაკავშირებით თხოვნით მოგვმართა". - აცხადებს Reuters-თან თურქეთის ერთ-ერთი მაღალჩინოსანი.

"მუშების უსაფრთხოების უზრუნველყოფა თურქეთის შეიარაღებული ძალების გარეშე სარისკო საქმეა". - თქვა გამოცემასთან თურქეთის წარმომადგენელმა.

მისი თქმით, საკითხთან დაკავშირებით საუბრები მიმდინარეობს, აქამდე კი თურქეთის ძალებმა ავღანეთის დატოვებისთვის მზადება დაასრულეს.

ამავე თემაზე:

თურქეთმა ავღანეთიდან ჯარების გაყვანა დაიწყო