ქაბულის აეროპორტთან აფეთქება მოხდა

პენტაგონი ადასტურებს, რომ ქაბულის აეროპორტს გარეთ აფეთქება მოხდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

აფეთქება მოჰყვა გაფრთხილებებს „გარდაუვალი საფრთხის“ შესახებ. ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებსაც Reuters-ი ციტირებს, აცხადებენ, რომ აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა გამოიწვია.

ამასთან, თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აფეთქების შესახებ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ინფორმირებულია. ბაიდენი უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე იმყოფებოდა, როდესაც აფეთქების შესახებ პირველად გაცხადდა. აშშ ევაკუაციის პროცესის დასრულებას 31 აგვისტომდე გეგმავს.

ამავე თემაზე:

თეთრი სახლი: ავღანეთიდან 95 700-მდე ადამიანია ევაკუირებული