სულ მცირე ორი აფეთქება მოხდა ქაბულის აეროპორტის მახლობლად, ავღანეთიდან უზარმაზარი და ქაოსური ევაკუაციის მცდელობის ფონზე. ამის შესახებ ინფორმაციას პენტაგონი ადასტურებს. დაშავებულები სამოქალაქო პირების გარდა, აშშ-ის ძალებს შორისაც არიან. გარდაიცვალა რამდენიმე ადამიანი, ზუსტი ინფორმაცია ჯერ არ არის ცნობილი.
ამერიკელი ოფიციალური პირები, რომლებსაც Reuters-ი ციტირებს, აცხადებდნენ, რომ თავდაპირველი აფეთქება სავარაუდოდ, თვითმკვლელმა გამოიწვია.
მომხდარს წინ უძღოდა დასავლური ქვეყნების მხრიდან მოწოდება, რომ მოსალოდნელი იყო ტერორისტული თავდასხმა.
ამავე თემაზე: