„თალიბანი“ ქაბულის აეროპორტთან მომხდარ თავდასხმას მკაცრად გმობს. ამის შესახებ რადიკალური მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.
„ისლამური საამირო“ მკაცრად გმობს ქაბულის აეროპორტთან მშვიდობიანი მოქალაქეების დაბომბვას, რომელიც იმ ადგილას მოხდა, სადაც უსაფრთხოებას აშშ-ის ძალები უზრუნველყოფენ. „ისლამური საამირო“ დიდ ყურადღებას უთმობს თავისი ხალხის უსაფრთხოებასა და დაცვას“, - განაცხადა ზაბიჰულა მუჯაჰიდმა.
ქაბულის აეროპორტთან რამდენიმე აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა. არიან დაშავებულები.