გაეროს გენერალურმა მდივანმა ქაბულის აეროპორტში მომხდარი შეაფასა. მან ავღანელი ხალხის დახმარების აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ დღევანდელი ტერაქტი ავღანეთის არასტაბილურობაზე მიუთითებს.
„ღრმა შეშფოთებით ვადევნებ თვალს ქაბულის აეროპორტში არსებულ სიტუაციას და მკაცრად ვგმობ დღევანდელ შემზარავ ტერაქტს. ინციდენტი ხაზს უსვამს ავღანეთის არასტაბილურობას, მაგრამ ასევე აძლიერებს ჩვენს გადაწყვეტილებას, რომ ჩვენ ვაგრძელებთ ავღანელი ხალხის გადაუდებელ დახმარებას“, - აღნიშნავს გუტერეში.
განახლება: გაეროს გენმდივანი ავღანეთში მომხდარის გამო, უშიშროების საბჭოს სხდომას იწვევს.
ქაბულის აეროპორტთან აფეთქებას სულ მცირე 60 ადამიანი ემსხვერპლა, 140 დაშავდა