ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ

აშშ-ის პრეზიდენტმა ქაბულის აეროპორტთან მომხდარი აფეთქების შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა. ჯო ბაიდენმა ქაბულში დაღუპულ ამერიკელ სამხედროებს გმირები უწოდა. მან აღნიშნა, რომ პენტაგონს სთხოვა, შეიმუშაოს გეგმები თავდასხმის ორგანიზატორებისთვის საპასუხოდ.

აშშ-ის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არ არსებობს რაიმე ნიშანი იმისა, რომ ამ თავდასხმის დროს, „თალიბანი“ და „ისლამური სახელმწიფო“ შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

მანვე აღნიშნა, რომ აშშ ავღანეთიდან მოქალაქეების ევაკუაციას განაგრძობს.

„მათ, ვინც ეს თავდასხმა განახორციელა და მათ, ვისაც სურთ, ზიანი მიაყენონ ამერიკას, იცოდეთ: ჩვენ არ გაპატიებთ. ჩვენ ამას არ დავივიწყებთ. ჩვენ გიპოვით და საფასურს გადაგახდევინებთ. მე დავიცავ ჩვენს და ჩვენი ხალხის ინტერესებს“, - განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ასევე წაიკითხეთ: ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ოფიციალური ცნობით, ქაბულის აეროპორტთან მომხდარ ტერაქტს 12 ამერიკელი სამხედრო ემსხვერპლა, დაჭრილია 15