ამირან გამყრელიძე: ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება არის აცრა

უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით, დაახლოებით, 13 ორსულია გარდაცვლილი. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამის პრევენციის ერთადერთი საშუალება არსებობს და ეს ორსულების ვაქცინაციაა. მისი განცხადებით, ამასთან დაკავშირებით მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ერთად მუშაობს.

ასევე წაიკითხეთ: კოვიდინფიცირებულ ორსულებში ლეტალობის შემთხვევებს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია გამოიკვლევს

ამირან გამყრელიძის თქმით, ორსულებში კორონავირუსის პრევენციის ერთადერთი საშუალება აცრაა. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ორსულთა გარდაცვალების ფაქტებს სერიოზულად სწავლობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია და დაავადებათა კონტროლის ცენტრი.

თბილისში კოვიდინფიცირებული ​19 წლის ორსული მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა

„სერიოზულად მუშაობს მეან-გინეკოლოგთა ასოციაცია, დაავადებათა კონტროლის ცენტრიც ჩართულია. ამის პრევენციის ერთი საშუალება მხოლოდ, რომ ორსულები უნდა აიცრან. მთლიანად ამ ორი წლის განმავლობაში, რაც პანდემია არის, თუ არ ვცდები გარდაცვლილია 13 ორსული,“ - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.