თვის ბოლოს საქართველო, Pfizer-ის დაახლოებით, 400 000 დოზას მიიღებს

თვის ბოლოს საქართველო, Pfizer-ის დაახლოებით, 400 000 დოზას მიიღებს

ამის შესახებ ჟურნალისებთან NCDC-ის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განუცხადა.

Pfizer-ი გვაქვს სერიოზული რაოდენობით. თვის ბოლოს კიდევ, დახლოებით, 400 000 დოზას ველოდებით ანუ ის მილიონი დოზა, რაც არის ნაყიდი, სულ შემოვა, ამიტომ სექტემბერს შევხვდებით მილიონი დოზა Pfizer-ით აქედან, დაახლოებით, 200 000 – 300 000 დოზა მეორე და პირველი აცრებისთვის არის დაჯავშნილი, ანუ ჩვენ სექტემბერში თავისუფლად შეგვიძლია სადღაც 350 000 ადამიანი Pfizer-ით ორჯერადად ავცრათ. გაავრცელეთ ეს ინფორმაცია. აუცილებელია, ეს მოსახლეობამ იცოდეს“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველო ავტობუსებში ვაქცინაციის ცენტრების განთავსებას იწყებს.