ამირან გამყრელიძე: თუ აცრის ტემპს მოვუმატებთ, ახალ წელს ძველებურად შევხვდებით

რაც მეტს ავცრით, მით მეტი და უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში, ახალ წელს შევხვდებით ძველებურად, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ მეიდიავებინარზე განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, როგორც მოზრდილი ასაკის, ისე მოზარდების აცრა.

"ქვეყანაში ცხოვრობს 2 მლნ 700 ათასი მოზრდილი ადამიანი. ჩვენი სამიზნე გათვლილი იყო მილიონ 700 ათასის აცრაზე. თუ 2 მლნ 700 ათასს მოზრდილს ავცრით, კიდევ უკეთესი. ჩვენ ვმუშაობთ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სხვადასხვა გადაწყვეტილებას ველოდებით, რომ შეიძლება დაიწიოს ასაკმა იგივე Pfizer-ისა და Modrna-სთან მიმართებაში 12 წელზე. მაშინ კიდევ 200-250 ათასი მოზარდი დაგვემატება.

თუ დღევანდელი ტემპით წავედით, ჩვენ წლევანდელ მიზანს ვასრულებთ. რაც მეტს ავცრით, მით მეტი და უფრო ძლიერი კოლექტიური იმუნიტეტი იქნება ქვეყანაში. ახალ წელს შევხვდებით ძველებურად", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

თვის ბოლოს საქართველო, Pfizer-ის დაახლოებით, 400 000 დოზას მიიღებს

საქართველოში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 12.1%

კორონავირუსი კიდევ 4 031 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 73

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს