გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმი: ჩემი სტატისტიკით, გერმანიაში კორონავირუსით ორსული არ დაღუპულა

გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმის, პულმოლოგის თამარ ჟამურაშვილის განცხადებით, გერმანიაში კორონავირუსით ორსული არ დაღუპულა. ამის შესახებ მან "TV პირველის" ეთერში განაცხადა.

"ის მდგომარეობა რაც დღეს საქართველოშია, გერმანიაში არ გვაქვს. შარშან როცა გვქონდა, მაშინ იყოს სრული "ლოკდაუნი". ჩემი პირადი სტატისტიკით, ორსული არ დაღუპულა. გვყავდა ორსული, რომელსაც საკეისრო გაუკეთდა, ეკმოზე გადავიყვანეთ და გავწერეთ. შემდგომ, პოსტკოვიდურ პერიოდში, მოდიოდა 2-3 თვის განმავლობაში, მკურნალობდა ჩვენთან და ახლა ჩვილიც და დედაც არიან ჯანმრთელები. რა თქმა უნდა, გვყავს ორსულები, მაგრამ ორსული არ დაღუპულა" , - განაცხადა თამარ ჟამურაშვილმა.

ამავე თემაზე:

გერმანიის შარიტეს კლინიკის ექიმი: ანტისხეულების ტიტრის მიუხედავად, ვაქცინაცია აუცილებელია