აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია

ქაბულის აეროპორტთან მომხდარი ტერაქტის შემდეგ, აშშ-მ ისლამურ სახელმწიფოზე ავიაიერიში მიიტანა. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის შეიარაღებული ძალების ცენტრალური სარდლობა ავრცელებს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ავღანეთში, ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო თავდასხმით კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს..

არსებული ინფორმაციით, დრონით შეტევისას ლიკვიდირებულია ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების "დამგეგმავი".

"აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა "ისლამური სახელმწიფო-ხორასანის" [თავდასხმის] ორგანიზატორის წინააღმდეგ კონტრტერორისტული ოპერაცია ჩაატარეს. საჰაერო დარტყმა ნანგარჰარის პროვინციაში უპილოტო საფრენი აპარატის საშუალებით განხორციელდა. წინასწარი მონაცემებით, სამიზნე ლიკვიდირებულია. სამოქალაქო პირებს შორის შესაძლო მსხვერპლის შესახებ ჩვენთვის უცნობია", - განაცხადა ცენტრალური სარდლობის პრესსპიკერმა, ბილ ურბანმა.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან "ისლამური სახელმწიფოს" მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.

მედია: ქაბულის აეროპორტთან ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 170-მდე გაიზარდა

ქაბულის აეროპორტთან აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო

ჯო ბაიდენი ქაბულის აეროპორტზე თავდასხმის ორგანიზატორებს: გიპოვით და პასუხს გაგებინებთ