ავღანეთში, ქაბულის აეროპორტში განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-მდე გაიზარდა, ამის შესახებ ინფორმაციას ABCnews-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, დაღუპულთა შორის 13 ამერიკელი ჯარისკაცია.
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავდასხმის შედეგად დაღუპულ ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეებს უწოდა "გმირები, რომლებიც მონაწილეობდნენ საშიში, თავგანწირული მისიით სხვების სიცოცხლის გადასარჩენად".
ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტის გამოყენებით ავღანეთიდან გაქცევას მშვიდობიანი მოქალაქეები ცდილობდნენ, სწორედ ამ დროს მოხდა აფეთქება. მანამდე, დასავლეთის ქვეყნები გამოვიდნენ გაფრთხილებით, რომ არსებობდა ტერაქტის საფრთხე. აშშ-მა და მოკავშირეებმა ძალებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისკენ მოუწოდეს, რადგან „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან ტერორისტული აქტის განხორციელების საფრთხე არსებობდა. პარალელურად, ევროპის ქვეყნებმა ავღანეთიდან ევაკუაცია შეწყვიტეს.
ამავე თემაზე:
აშშ-ის ცნობით, ავღანეთში, ისლამური სახელმწიფოს თავდასხმების ორგანიზატორი ლიკვიდირებულია