პოლიტიკური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის ინფორმაციით, მე-10 მოწვევის პარლამენტის შეკრების დღეს რუსთაველის გამზირზე შესაძლოა, პროტესტი მხოლოდ ოპოზიციონერი ლიდერების მონაწილეობით გაიმართოს.
როგორც ის აღნიშნავს, საბოლოო გადაწყვეტილებას, ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე მიიღებენ.
„პროტესტი აუცილებლად შედგება და ამაზე თანხმობა არსებობს ოპოზიციურ სპექტრში. რა ფორმას მიიღეს ეს პროტესტი, ამას დრო გვაჩვენებს. განიხილება სხვადასხვა ვერსია, მაგრამ მთავარი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, რა თქმა უნდა, არის ქვეყანაში შექმნილი ვითარება და ის რეგულაციები, რომლებიც არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ რეგულაციების ნაწილი სწორედ პოლიტიკური პროცესის ჩასახშობად არის შემოღებული „ქართული ოცნების“ მიერ. ჩვენ ვაპირებთ, რომ ჩვენი ყველა საპროტესტო ღონისძიება იყოს სრულ თანხვედრაში საზოგადოებრივი ჯანმრთელობის რეგულაციებთან. ამიტომ საბოლოო გადაწყვეტილებას ოპოზიცია მიიღებს ხვალ, „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ჩანიშნულ გაფართოვებულ სხდომაზე,“- განაცხდა საბა ბუაძემ.