ქაბულის აეროპორტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა

ქაბულის აეროპორტზე სარაკეტო იერიში განხორციელდა, რომელიც ამერიკული სახმელეთო კონტინგენტის დასაცავად განთავსებულმა რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემამ მოიგერია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.

ცნობისათვის, 26 აგვისტოს მომხდარ ტერაქტზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო. აფეთქებას სამოქალაქო პირების გარდა, ამერიკელი სამხედროებიც ემსხვერპლნენ.

29 აგვისტოს, აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დელავერში, სამხედრო ბაზაზე ჩავიდა, სადაც ამერიკელი ჯარისკაცების ცხედრები გადაასვენეს.