საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, პირველი სექტემბრიდან ძალაში შედის სახელმწიფო პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ახალი მიმართულებები, რომელთა მიზანიც ადგილობრივი წარმოების განვითარება და იმპორტის ეტაპობრივი ჩანაცვლება იქნება.
“ის საწარმოები, რომლებიც ჩართულნი არიან საექსპორტო წარმოებაში, ან იმპორტის კონკურენტები არიან და მის ეტაპობრივ შემცირებასა და ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავისი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ ერთდროულად, როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე დაახლოებით 60% - ით თანაგარანტირებას ბანკების წინაშე და ასევე, გრანტს, სესხის ოდენობის 15%- ის მოცულებით”, - განაცხადა ნათია თურნავამ.