საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე ჯანმოს რეკომენდაციას ელოდება. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა.

„აშშ-სა და კანადაში მიმდინარეობს ვაქცინაცია. დიდ ბრიტანეთში გასცეს რეკომენდაცია, რომ გადაწყვეტილებას მხოლოდ მაშინ მიიღებენ, თუ სარგებელი მოსალოდნელ რისკებს აღემატება, ამდენად მსჯელობა მიმდინარეობს ექსპერტების ჯგუფებში. ჩვენ განვიხილავთ ყველა ამ შესაძლებლობას და დაველოდებით ჯანმოს რეკომენდაციებს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, 16-18 ასაკობრივ ჯგუფში ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია და გაეროს ბავშვთა ფონდი სკოლების გახსნისა და 12 წლის და ამ ასაკს გადაცილებული ბავშვების აცრის რეკომენდაციას გასცემენ. ამის შესახებ Unicef-ის ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული. საუბარია ბავშვებზე, რომელთა სამედიცინო ისტორია მნიშვნელოვნად ზრდის მძიმე ფორმით დაავადების რისკს.

ამავე თემაზე:

საქართველო 12 წელს გადაცილებული ბავშვების აცრაზე გადაწყვეტილებას მომდევნო კვირების განმავლობაში მიიღებს