„პიკი გადავიარეთ, არის სტაბილიზაციის ნიშნები, დაიწყება დაღმასვლის ეტაპი, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწრაფად მოხდება დაღმასვლა“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ, რითაც ეპიდვითარება შეაფასა.
მისი თქმით, გარდაცვალების რაოდენობის შემცირებას გარკვეული პერიოდი სჭირდება, ორი კვირაა პერიოდი, როცა შემთხვევების სტაბილიზაციას გარდაცვალების მაჩვენებლის სტაბილიზაცია მოჰყვება.
„ასე რომ, ჩვენი მოლოდინიც იმგვარია, რომ ოქტომბრის დასაწყისი მშვიდი უნდა იყოს, თუმცა მანამდე მოგვიწევს საკმაოდ სერიოზული პერიოდის გავლა“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
მისი განცხადებით, კლინიკები გადატვირთულია და რთული მდგომარეობაა, რაც შეზღუდვების შემსუბუქების საფუძლებს არ ქმნის.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრმა დღეს განაცხადა, რომ „ყველა პროგნოზით ეპიდვითარება ოქტომბერში დამშვიდდება“.