მრავალშვილიანი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების პროგრამის ამოქმედების თარიღი ცნობილია

პირველი სექტემბრიდან სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დაანონსებული ახალი პროგრამები ძალაში შედის. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ისაუბრა.

მინისტრის თქმით, ამ პროგრამით მოსარგებლე მეწარმეებს შეუძლიათ, სააგენტოს ან ბანკს ორ დღეში მიაკითხონ.

„ის საწარმოები, რომლებიც საექსპორტო წარმოებაში ჩართულები ან იმპორტის კონკურენტები არიან და იმპორტის ეტაპობრივ ჩანაცვლებას ემსახურებიან, თავიანთი ახალი პროგრამებისთვის მიიღებენ ერთდროულად როგორც სესხის პროცენტის თანადაფინანსებას, ასევე, დაახლოებით, 60%-ით თანაგარანტირებას გავუწევთ ბანკებთან. გარდა ამისა, ახალი კომპონენტია გრანტი, სესხის ოდენობის 15%-ის მოცულობით, რასაც ასევე მიიღებენ. ეს პროგრამა ემსახურება ქართული წარმოების გაძლიერებას, ექსპორტის გაფართოებას, იმპორტის ეტაპობრივ შემცირებას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

ამასთან, პირველი სექტემბრიდან კიდევ ერთი სამთავრობო პროგრამა ამოქმედდება, რომელიც ოჯახებისთვის იპოთეკური სესხის სუბსიდირებას გულისხმობს.