ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, პატიმრების 66% ერთხელ, 55%-ზე მეტი კი ორჯერ არის აცრილი. რაც შეეხება თანამშრომლებს, თამარ გაბუნიას თქმით, თანამშრომლების 80%-ზე მეტი ერთჯერადად არის აცრილი, 62% კი ორჯერადად.

მისივე ინფორმაციით, რამდენიმე კლინიკაა მობილიზებული, რომ კორონავირუსის დროს მსჯავრდადებულების მდგომარეობის გართულების შემთხვევაში შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანონ და იქ გაგრძელდეს მათი მკურნალობა.

თამარ გაბუნიას თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო პენიტენციურ სისტემაში მსჯავრდადებულების ვაქცინაციაზე მაისიდან მუშაობს, თანამშრომლების ვაქცინაციაზე კი აპრილის ბოლოდან.

ცნობისთვის, პენიტენციურ დაწესებულებებში მსჯავრდებულების ვაქცინაცია მაისში დაიწყო.

შეგახსენებთ, 26 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ გეგუთის პენიტენციური დაწესებულების 8 მსჯავრდებულს კორონავირუსი დაუდასტურდა.