N14 (გეგუთის) პენიტენციური დაწესებულების 8 მსჯავრდებული კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია Europetime-ს იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, ყველა ინფიცირებულის მდგომარეობა სტაბილურია. მათივე ცნობით, N14 დაწესებუებაში ამ დროისთვის მსჯავრდებულთა 50% ვაქცინირებულია და ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიდინარეობს.
ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მსჯავრდებულთა ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი 18 მაისს დაიწყო.
ამავე თემაზე:
ბრალდებულების და მსჯავრდებულების კოვიდინფიცირების შემთხვევების სამართავად სპეციალური სივრცე მოეწყო
ვაქცინაციის პროცესში არასრულწლოვანი მსჯავრდებულებიც ჩაერთნენ
სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები ვაქცინაციის პროცესში ჩაერთნენ